ერგეს საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
13-03-2020

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ერგეს საჯარო სკოლაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები შპს „სუფთა სახლმა“ ჩაატარა.

პრევენციული ღონისძიების ფარგლებში, სპეციალური ხსნარებით დამუშავდა საკლასო ოთახები, სასკოლო ინვენტარი, დერეფნები, სველი წერტილები, სპორტული დარბაზი და ა.შ.

საქართველოს საჯარო სკოლებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა და 2 მარტიდან 1-ელ აპრილამდე გაგრძელდება. ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203