მერეთის საჯარო სკოლის მოსწავლე, მოჭიდავე თამაზ ბიგანაშვილი საქართველოს ჩემპიონია
13-03-2020

საქართველოს ჩემპიონატზე უმცროს ჭაბუკებში ქვეყნის ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გორის მუნიციპალიტეტის მერეთის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე, მძიმეწონოსანი მოჭიდავე (+81 კგ) თამაზ ბიგანაშვილი გახდა. 

სპორტსმენმა შეჯიბრებაზე 5 გამარჯვება მოიპოვა.

სკოლა თამაზ ბიგანაშვილს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს. 

„ვულოცავთ თაზოს ამ დიდ წარმატებას და ვუსურვებთ, რომ მალე საქართველოს დროშა აეფრიალებინოს მსოფლიოს ჩემპიონატებშიც!“-აღნიშნულია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203