კეხიჯვარის საჯარო სკოლაში სადეზინფექციო ღონისძიებების მეორე ეტაპი განხორციელდა
13-03-2020
ქარელის მუნიციპალიტეტის, კეხიჯვარის საჯარო სკოლაში სადეზინფექციო ღონისძიებების მეორე ეტაპი განხორციელდა.
„გორის სადეზინფექციო სამსახურმა“ სპეციალური ხსნარით შენობის სრული სივრცე დაამუშავა.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს დეზინფექცირება 10-მდე დასახელების სხვადასხვა სადეზინფექციო საშუალების გამოყენებით უტარდებათ.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა და 2 მარტიდან 1-ელ აპრილამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს