წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა დედებისთვის ხელნაკეთი ყვავილები დაამზადეს
13-03-2020
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა დედის დღის აღსანიშნავად სახალისო აქტივობა განახორციელეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა დედებისთვის ულამაზესი ყვავილები დაამზადეს. მათ ხელოვნების მასწავლებელი ინგა გრძელიძე ეხმარებოდა.

„დედიკოებო, გილოცავთ  დედის დღეს და გაზაფხულის შემობრძანებას! ასეთი ულამაზესი ყვავილები დაამზადეს პირველკლასელებმა თავისი საყვარელი დედიკოებისათვის ინგა მასწავლებლის დახმარებით და დედიკოებს გადასცემენ სწავლის განახლების პირველ დღეს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203