ლენტეხის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეგიონალურ წარმომადგენელს შეხვდნენ
13-03-2020
ლენტეხის N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბ „დეციგის“ წევრები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალურ წარმომადგენელს, თამარ გოგოლაძეს, შეხვდნენ.
თამარ გოგოლაძემ საქართველოსთვის ნატოსა და ევროკავშირის მნიშვნელობაზე, ასევე, საქართველოს გამოწვევებზე ისაუბრა, დამსწრეებს გააცნო ინფორმაცია, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ორგანიზაციები საქართველოსთვის და რა მითებს ვაწყდებით მათზე საუბრისას.
ტრენინგს ეკოკლუბის წევრებთან ერთად სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები დაესწრნენ.
ნატო სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია, რომლის მიზანს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულება წარმოადგენს, ხოლო ევროკავშირი ეკონომიკურ-პოლიტიკური ალიანსია, რომლის მიზანია ადამიანების, საქონლის, სერვისებისა და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა ერთიან შიდა ბაზარზე.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს