ციხისფერდის საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
12-03-2020

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისფერდის საჯარო სკოლაში, ვირუსული ინფექციის პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

სპეციალური აღჭურვილობითა და სადეზინფექციო ხსნარებით სკოლის დერეფნები, საკლასო ოთახები და სველი წერტილები დამუშავდა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების რეკომენდაციით მის სისტემაში შემავალ საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტულ ორგანიზაციებს მიმართა. სამუშაოები 4 მარტს დაიწყო და 16 მარტამდე გაგრძელდება.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203