კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით,​ კაკლიანის საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
12-03-2020

დმანისის მუნიციპალიტეტის კაკლიანის საჯარო სკოლაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. 

სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა ყველა საკლასო ოთახი, დერეფანი და საპირფარეშო, სპეციალური ანტიბაქტერიული ხსნარებით დამუშავდა ინვენტარი.

საქართველოს საჯარო სკოლებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა და 2 მარტიდან 1-ელ აპრილამდე გაგრძელდება. ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203