მერეთის საჯარო სკოლის მოსწავლე, მოკრივე ლუკა ნიქაბაძე ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონია
12-03-2020
გორის მუნიციპალიტეტის მერეთის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ლუკა ნიქაბაძემ საქართველოს ჩემპიონატში წარმატებას მიაღწია და ის კრივში ჭაბუკთა შორის ჩემპიონია.
სკოლის დირექცია და მასწავლებლები მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ.
„ვულოცავთ ლუკას საქართველოს ჩემპიონობას და დამსახურებულ ოქროს მედალს! ვუსურვებთ, მრავალჯერ გაეხარებინოს გულშემატკივრების გული!“,-აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.