ნოჯიხევის N1 საჯარო სკოლაში კორონავირუსთან დაკავშირებით სადეზინფექციო ღონისძიებები ჩატარდა
12-03-2020

ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის N1 საჯარო სკოლაში ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებები გატარდა.

სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა ყველა საკლასო ოთახში, დერეფანსა და საპირფარეშოში, სპეციალური ანტიბაქტერიული ხსნარებით დამუშავდა ინვენტარი.

საქართველოს საჯარო სკოლებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა და 2 მარტიდან 1-ელ აპრილამდე გაგრძელდება. ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203