
თბილისის N71 საჯარო სკოლის მოსწავლეები საგანმანათლებლო პროექტებში აქტიურად მონაწილეობენ და წარმატებასაც აღწევენ.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში „ეტალონის“ ინოვაციური პროექტის izrune.ge-ს თბილისის სკოლების „სუპერკლასების“ დააჯილდოება გაიმართება. წარმატებულ მოსწავლეებს შორის იყვნენ თბილისის N71 საჯარო სკოლის პირველკლასელებიც.
„მიხარია, რომ კვლავ ვასახელეთ 71-ე საჯარო სკოლა, ვამაყობ თქვენით ჩემო პირველკლასელებო. ვულოცავ ჩემს კოლეგებს ამ წარმატებას. დიდი მადლობა izrune.ge -ს შემოქმედებით ჯგუფს, ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს, ჩვენს დირექტორს ბატონ პაატა ჩორგოლაშვილს!“-აღნიშნა სკოლის წარმომადგენლმა.
იხილეთ ფოტოები