გორის N2 საჯარო სკოლის შენობა სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდა
12-03-2020
გორის N2 საჯარო სკოლაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

სპეციალური აღჭურვილობითა და სადეზინფექციო ხსნარებით სკოლის დერეფნები, საკლასო ოთახები და სველი წერტილები დამუშავდა.

სკოლა საკუთარი მოსწავლეების, პედაგოგებისა და მომსახურე პერსონალის უსაფრთხოებაზე ზრუნავს.

კორონავირუსთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა. შესაბამის ინფორმაცია  მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. ამ პერიოდის განმავლობაში სკოლებში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203