სიღნაღის საჯარო სკოლის შენობა სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდა
12-03-2020
სიღნაღის საჯარო სკოლაში ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
სპეციალური აღჭურვილობითა და სადეზინფექციო ხსნარებით სკოლის დერეფნები, საკლასო ოთახები და სველი წერტილები დამუშავდა.
სკოლა საკუთარი მოსწავლეების, პედაგოგებისა და მომსახურე პერსონალის უსაფრთხოებაზე ზრუნავს.
კორონავირუსთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა. შესაბამის ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. ამ პერიოდის განმავლობაში სკოლებში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს