ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ჩქუმის საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
12-03-2020
ცაგერის მუნიციპალიტეტის ჩქუმის საჯარო სკოლაში, ვირუსული ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით,სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
სპეციალური აღჭურვილობითა და სადეზინფექციო ხსნარებით სკოლის დერეფნები, საკლასო ოთახები და სველი წერტილები დამუშავდა.
სკოლა საკუთარი მოსწავლეების, პედაგოგებისა და მომსახურე პერსონალის უსაფრთხოებაზე ზრუნავს.
კორონავირუსთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა. შესაბამის ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. ამ პერიოდის განმავლობაში სკოლებში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს