წინსვლის საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
12-03-2020
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის წინსვლის საჯარო სკოლაში ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

სპეციალური საშუალებებით დამუშავდა სასკოლო სივრცეები.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ისინი სასკოლო საზოგადოების უსაფრთხოებაზე აქტიურად ზრუნავენ.

კორონავირუსთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა. შესაბამის ინფორმაცია  მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. ამ პერიოდის განმავლობაში სკოლებში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203