ქვედა ჭალოვანის საჯარო სკოლაში, ვირუსული ინფექციის პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
12-03-2020
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ქვედა ჭალოვანის საჯარო სკოლაში, ვირუსული ინფექციის პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

სპეციალური საშუალებებით დამუშავდა სასკოლო ოთახები, დერეფნები და სველი წერტილები.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ისინი სასკოლო საზოგადოების უსაფრთხოებაზე აქტიურად ზრუნავენ.

კორონავირუსთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა. შესაბამის ინფორმაცია  მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. ამ პერიოდის განმავლობაში სკოლებში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203