საძელის საჯარო სკოლის შენობა სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდა
12-03-2020
ახალციხის მუნიციპალიტეტის საძელის საჯარო სკოლაში კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

სპეციალური საშუალებებით დამუშავდა სასკოლო ოთახები, დერეფნები და სველი წერტილები.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ისინი სასკოლო საზოგადოების უსაფრთხოებაზე აქტიურად ზრუნავენ.

კორონავირუსთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა. შესაბამის ინფორმაცია  მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. ამ პერიოდის განმავლობაში სკოლებში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203