ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, პირველი სვირის საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
დამუშავდა შენობის ყველა ოთახი და დამხმარე ნაგებობები.
„სკოლა ასრულებს მთავრობის ყველა დადგენილებასა და რეკომენდაციას“, - წერს სკოლის წარმომადგენელი.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს დეზინფექცირება 10-მდე დასახელების სხვადასხვა სადეზინფექციო საშუალების გამოყენებით უტარდებათ.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა და 2 მარტიდან 1 აპრილამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდება.