ჯავშანიანის საჯარო სკოლაში დეზინფექცია ჩატარდა
12-03-2020

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ჯავშანიანის საჯარო სკოლაში, ვირუსული ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. 

სკოლაში დეზინფექცია შპს „დეზ-ეფექტმა“ ჩაატარა.

საჯარო სკოლებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით და მოსალოდნელი რისკების შემცირებისათვის სადეზინფექციო სამუშაოები შესრულდა.

საქართველოს საჯარო სკოლებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა და 2 მარტიდან 1-ელ აპრილამდე გაგრძელდება. ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203