მლაშეს საჯარო სკოლის შენობას დეზინფექცია ჩაუტარდა
12-03-2020

ადიგენის მუნიციპალიტეტის მლაშეს საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები შესრულდა.

სადერატიზაციო ხსნარით დამუშავდა სანიტარული კვანძები, საკლასო ოთახები, სპორტული დარბაზი და დერეფნები.

საქართველოს საჯარო სკოლებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა და 2 მარტიდან 1-ელ აპრილამდე გაგრძელდება. ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203