თბილისის N108 საჯარო სკოლას, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დეზინფექცია ჩაუტარდა
12-03-2020

თბილისის N108 საჯარო სკოლაში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

11 მარტს სადეზინფექციო და სადერატიზაციო ხსნარით დამუშავდა სანიტარული კვანძები, საკლასო ოთახები, სააქტო დარბაზი, სპორტული დარბაზი და დერეფნები.

სადეზინფექციო სამუშაოები შპს „აქვაპოინტმა“ შეასრულა.

საქართველოს საჯარო სკოლებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა და 2 მარტიდან 1-ელ აპრილამდე გაგრძელდება. ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203