ვირუსული ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, კოჭბანის საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
12-03-2020
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის კოჭბანის საჯარო სკოლაში ვირუსის პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
დამუშავდა სასკოლო ოთახები, დერეფნები, სველი წერტილები და შენობის გარე პერიმეტრი.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლა ყველაფერს აკეთებს, რომ მოსწავლეების, მასწავლებლების და მომსახურე პერსონალის უსაფრთხოება დაიცვას.
კორონავირუსთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა. შესაბამის ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. ამ პერიოდის განმავლობაში სკოლებში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს