ქვემო მაჩხაანის საჯარო სკოლის შენობა სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა
12-03-2020
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქვემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში ვირუსის პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

დამუშავდა სასკოლო ოთახები, დერეფნები და სველი წერტილები.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლა ყველაფერს აკეთებს, რომ მოსწავლეების, მასწავლებლების და მომსახურე პერსონალის უსაფრთხოება დაიცვას.

კორონავირუსთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა. შესაბამის ინფორმაცია  მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. ამ პერიოდის განმავლობაში სკოლებში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203