ბანოჯის საჯარო სკოლაში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
12-03-2020

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბანოჯის საჯარო სკოლაში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სკოლის რესურსით ჩატარდა გეგმიური და არაგეგმიური სადეზინფექციო სამუშაოები.

11 მარტს კი სკოლაში დეზინფექცია შპს „ჰიგიამ“ ჩაატარა. სკოლის ტერიტორია სრულად დასუფთავდა სპეციალური ხსნარებით.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის თანამშრომლობისათვის ორგანიზაციის წარმომადგენლებს.

საქართველოს საჯარო სკოლებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა და 2 მარტიდან 1-ელ აპრილამდე გაგრძელდება. ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203