წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის ექიმი მოსწავლეებს გრიპის ვირუსების შესახებ ესაუბრა
12-03-2020
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის ექიმი, პედიატრი თამარ თუთბერიძე დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს გრიპის ვირუსების შესახებ ესაუბრა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ექიმი გრიპის ვირუსების პრევენციაზე საუბრებს სისტემატიურად ატარებს.

კორონავირუსთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა. შესაბამის ინფორმაცია  მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. ამ პერიოდის განმავლობაში სკოლებში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203