ცუცხვათის საჯარო სკოლამ გარემოსდაცვითი ორგანიზაციის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
12-03-2020
ტყიბულის მუნიციპალიტეტის, ცუცხვათის საჯარო სკოლამ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა.

კონკურსი წყლისა და სანიტარულ-ჰიგიენური პრობლემების მოგვარებას ითვალისწინებდა.

„აღნიშნულმა პროექტმა საშუალება მოგვცა, მოგვეგვარებინა სასმელი წყლის მოწოდების მრავალწლიანი პრობლემა. სკოლის გარდა, ამ პროექტით სასმელი წყლის პრობლემა მოუგვარდათ სოფლის ადმინისტრაციას, საბავშვო ბაღსა და ამბულატორიას.

აღნიშნული პროექტის განხორციელებაში აქტიურად ჩაერთო სასკოლო თემი (დირექცია, მასწავლებლები და მშობლები) ასევე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია. 

საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის კავკასიის გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციას პროექტის დაფინანსებისთვის და ყველა ამ პროექტში ჩართულ ადამიანს, რადგან მართლაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარება მოხდა ამ პროექტით სოფელ ცუცხვათში“, - წერს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203