
ქედის მუნიციპალიტეტის დანდალოს საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა საკლასო ოთახები, დერეფნები, ბიბლიოთეკა და სველი წერტილები.
საქართველოს საჯარო სკოლებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა და 2 მარტიდან 1-ელ აპრილამდე გაგრძელდება. ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება.
იხილეთ ფოტოები