ყელქცეულის საჯარო სკოლის სამმა მოსწავლემ izrune.ge-ს ბრინჯაოს დიპლომი მოიპოვა
12-03-2020

გორის მუნიციპალიტეტის ყელქცეულის საჯარო სკოლის სამი მოსწავლე izrune.ge-ს თებერვლის თვის ბრინჯაოს დიპლომის მფლობელი გახდა.

დიპლომები მიიღეს მოსწავლეებმა: ქეთევან წეველიძემ, თამარ წეველიძემ და გიორგი გამგებელმა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ეს მოსწავლეები განსაკუთრებით აქტიურები და მონდომებულები არიან.

izrune.ge ტესტირების ინოვაციური პორტალია, სადაც მოსწავლეებს საშუალება აქვთ საკუთარი კლასის შესაბამისად  სპეციალური ალგორითმით შექმნილი ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები გაიარონ. პორტალზე ყოველი თვის მეორე ხუთშაბათი „წიგნიერების დღე“, ხოლო ყოველი თვის მეოთხე ხუთშაბათი „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარების დღე - გზა ევროპისკენ“ არის. მოსწავლეები შემაჯამებელ ტესტს, მშობლის ჩართულობით, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს - „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“ აკეთებენ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203