დიდინეძის საჯარო სკოლის შენობა სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა
11-03-2020

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დიდინეძის საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

სპეციალური ხსნარებით დამუშავდა საკლასო ოთახები, დერეფნები, სველი წერტილები და სასკოლო ინვენტარი.

საქართველოს საჯარო სკოლებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა და 2 მარტიდან 1-ელ აპრილამდე გაგრძელდება. ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203