თბილისის N129 საჯარო სკოლა სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა
11-03-2020

თბილისის N129 საჯარო სკოლაში 10 მარტს სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

დამუშავდა სკოლის შენობის სრული ფართი: საკლასო ოთახები, დერეფნები, სველი წერტილები, კიბის უჯრედები, კიბის სახელურ-მოაჯირები, სააქტო და სპორტული დარბაზები, კვების ბლოკი, ყველა დამხმარე შენობა-ნაგებობა და სათავსო. ყველა ოთახში დამუშავდა მაგიდის ზედაპირები, სკამები, ფანჯრის რაფები, თაროები, კედლები,იატაკი, ხელსაბანი ონკანები,  უნიტაზებიჩასარეცხი ღილაკები.დამუშავდა ყველა კარი შიგნიდან და გარედან  სახელურებიანად.

საქართველოს საჯარო სკოლებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა და 2 მარტიდან 1-ელ აპრილამდე გაგრძელდება. ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203