თბილისის N92 საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
11-03-2020
თბილისის N92 საჯარო სკოლაში ვირუსის პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები პროფესიონალების გუნდმა, შ.პ.ს „აი ია 2010 „-მა, შეასრულა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, 2 მარტის შემდეგ, რაც კორონავირუსთან დაკავშირებით საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო, სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები სისტემატურ რეჟიმში მიმდინარეობდა.
კორონავირუსთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა. შესაბამის ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. ამ პერიოდის განმავლობაში სკოლებში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს