კალოთის საჯარო სკოლაში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დეზინფექცია ჩატარდა
11-03-2020
ხულოს მუნიციპალიტეტის, კალოთის საჯარო სკოლაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დეზინფექცია ჩატარდა.
სადეზინფექციო სამუშაოები დაქირავებულმა კომპანიამ შეასრულა.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს დეზინფექცირება 10-მდე დასახელების სხვადასხვა სადეზინფექციო საშუალების გამოყენებით უტარდებათ.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა და 2 მარტიდან 1 აპრილამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდება.