ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში, ვირუსული ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
11-03-2020
ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში ვირუსული ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

დეზინფექცია კლას-კაბინეტებს, დერეფნებს, სველ წერტილებს, სპორტულ და სააქტო დარბაზებს, ბუფეტსა და სხვა სათავსოებს ჩაუტარდა.

სადეზინფექციო სამუშაოები ლიცენზირებულმა „ვეტდეზნოვაციამ“ ჩაატარა, რასაც მოყვა გენერალური დასუფთავებისა და დალაგების ღონისძიებები სკოლის ადამიანური რესურსით.

სკოლის სანიტარული კვანძები აღჭურვილია ჰიგიენური საშუალებებით, სისუფთავის დაცვისთვის აუცილებელი ინვენტარითა და მოვლა-დეზინფექციისთვის საჭირო სხვა საშუალებებით.

„გისურვებთ, ჯანმრთელობას და მშვიდობიან ცხოვრებას“, - წერია სკოლის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203