ბაკურციხის საჯარო სკოლაში სპეციალურმა სამსახურმა სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარა
11-03-2020
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბაკურციხის საჯარო სკოლაში სპეციალურმა ლიცენზირებულმა სამსახურმა სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ მიერ მოწოდებული რეკომენდაციის საფუძველზე სადეზინფექციო საშუალებებით საკლასო ოთახები, სველი წერტილები და სასკოლო ინვენტარი ყოველდღიურად მუშავდება.
კორონავირუსთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა. შესაბამის ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. ამ პერიოდის განმავლობაში სკოლებში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს