ავრანლოს საჯარო სკოლაში, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
11-03-2020
წალკის მუნიციპალიტეტის, ავრანლოს საჯარო სკოლა მაქსიმალურად ზრუნავს მოსწავლეების, პედაგოგებისა და მომსახურე პერსონალის უსაფრთხოებაზე.
საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით, ავრანლოს საჯარო სკოლაში დასუფთავდა და სპეციალური ხსნარებით დამუშავდა სკოლის შიდა პერიმეტრი, საკლასო ოთახები, დერეფნები, სველი წერტილები.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ყოველდღიური შიდასადეზინფექციო ღონისძიებები გაგრძელდება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს