რუისის N2 საჯარო სკოლაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
11-03-2020
ქარელის მუნიციპალიტეტის რუისის N2 საჯარო სკოლაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სამუშაოები შპს ექქსპრეს „დეზ. უნივერსალმა“ ჩაატარა. დამუშავდა საკლასო ოთახები, დერეფნები და სველი წერტილები.
მისივე თქმით, სკოლა ყველაფერს აკეთებს მოსწავლეების, პედაგოგების და მომსახურე პერსონალის უსაფრთხოების დასაცავად.
კორონავირუსთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა. შესაბამის ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. ამ პერიოდის განმავლობაში სკოლებში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს