თბილისის N113 საჯარო სკოლის შენობა სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდა
11-03-2020
ცოტნე დადიანი სახელობის თბილისის N113 საჯარო სკოლის შენობაში „აქვაპოინტმა“ სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარა.

სპეციალური ხსნარებით საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სააქტო და სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა და სამედიცინო კაბინეტი დამუშავდა.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს დეზინფექცირება 10-მდე დასახელების სხვადასხვა სადეზინფექციო საშუალების გამოყენებით უტარდებათ.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს საჯარო სკოლებში, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა და 2 მარტიდან 1 აპრილამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდება.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203