ონტოფოს საჯარო სკოლის შენობა სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა
11-03-2020

აკადემიკოს ვარლამ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის ონტოფოს საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

სკოლის ადმინისტრაცია ზრუნავს მოსწავლეებისა და პედაგოგების უსაფრთხოებაზე, ამიტომ 9 მარტს სადეზინფექციო ხსნარით დაუშავდა სკოლის შიდა და გარე პერიმეტრი.

საქართველოს საჯარო სკოლებში, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა და 2 არტიდან 1 აპრილამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203