ბრეძის საჯარო სკოლის შენობას დეზინფექცია ჩაუტარდა
11-03-2020
ქარელის მუნიციპალიტეტის ბრეძის საჯარო სკოლის შენობას დეზინფექცია ჩაუტარდა.

დამუშავდა საკლასო ოთახები, დერეფნები და სველი წერტილები.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლა ყველაფერს აკეთებს მოსწავლეების, პედაგოგების და მომსახურე პერსონალის უსაფრთხოებისთვის.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების რეკომენდაციით მის სისტემაში შემავალ საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტულ ორგანიზაციებს მიმართა. სამუშაოები 4 მარტს დაიწყო და 16 მარტამდე გაგრძელდება.

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203