გუთურის საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
11-03-2020
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გუთურის საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

დამუშავდა საკლასო ოთახები, დერეფნები და სველი წერტილები.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლა ყველაფერს აკეთებს მოსწავლეების, პედაგოგების და მომსახურე პერსონალის უსაფრთხოებისთვის.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების რეკომენდაციით მის სისტემაში შემავალ საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტულ ორგანიზაციებს მიმართა. სამუშაოები 4 მარტს დაიწყო და 16 მარტამდე გაგრძელდება.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203