ვირუსული ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბარეთის საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
11-03-2020
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარეთის საჯარო სკოლაში, ვირუსული ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა საკლასო ოთახები, კაბინეტები, სველი წერტილები და დერეფნები.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების რეკომენდაციით მის სისტემაში შემავალ საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტულ ორგანიზაციებს მიმართა. სამუშაოები 4 მარტს დაიწყო და 16 მარტამდე გაგრძელდება.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203