თბილისის N83 საჯარო სკოლა სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა
11-03-2020
თბილისის N83 საჯარო სკოლაში ვირუსის საწინააღმდეგო სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა საკლასო ოთახები, დერეფნები და სველი წერტილები.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლა ყველაფერს აკეთებს მოსწავლეების, პედაგოგების და მომსახურე პერსონალის უსაფრთხოებისთვის.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების რეკომენდაციით მის სისტემაში შემავალ საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტულ ორგანიზაციებს მიმართა. სამუშაოები 4 მარტს დაიწყო და 16 მარტამდე გაგრძელდება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს