განახლების და დაბა ხულოს საჯარო სკოლების ერთიანი ძალებით, დაბის საჯარო სკოლის შენობაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
11-03-2020
ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლისა და დაბა ხულოს საჯარო სკოლის ერთიანი ძალებით, დაბა ხულოს საჯარო სკოლაში, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე განახლების საჯარო სკოლა დაბა ხულოს საჯარო სკოლის შენობის მესამე სართულზეა განთავსებული.
დამუშავდა საკლასო ოთახები, დერეფნები, სპორტული დარბაზი და სველი წერტილები.
კორონავირუსთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა. შესაბამის ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. ამ პერიოდის განმავლობაში სკოლებში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს