წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექციამ სამკითხველო დარბაზისთვის ისტორიული ჟანრის რომანები შეიძინა
11-03-2020
წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექციამ სკოლის სამკითხველო დარბაზისთვის ისტორიული ჟანრის საინტერესო რომანები: ლევან გოთუას „გმირთა ვარამი“, გრიგოლ აბაშიძის „ლაშარელა“, „დიდი ღამე“ და სხვა მრავალი საინტერესო ლიტერატურა შეიძინა.
„გაზაფხული უამრავი ლამაზი დღესასწაულით შემობრძანდა. როგორც ვიცით, ჩოხოსანთა დასი გამოვიდა ინიციატივით, ისტორიული კონკურსი ჩაატარონ ლევან გოთუას „გმირთა ვარამის“ ირგვლივ.
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის X-XI კლასის მოსწავლეები, ლუკა ახრახაძე, ია მიქაძე, მარიამ მურვანიძე, ანა ბენიძე, მარიამ აფხაძე და ლოლიტა კინწურაშვილი სულმოუთმენლად ელიან, არ აძლევენ თავს უფლებას არდადეგების პერიოდში წიგნის კითხვის გარეშე გაატარონ.
გავითვალისწინეთ რა მოსწავლეთა აღნიშნული კონკურსისათვის მზაობა, სკოლის დირექციამ სკოლის სამკითხველო დარბაზისთვის ისტორიული ხასიათის რამდენიმე საინტერესო რომანები შეიძინა. ვფიქრობთ, ეს ხელს შეუწყობს მოზარდებში წიგნიერების კომპეტენციის განვითარებას“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს