ჟახუნდერის საჯარო სკოლის შენობას და მოსწავლეთა ტრანსპორტს დეზინფექცია ჩაუტარდა
11-03-2020

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჟახუნდერის საჯარო სკოლაში ტექნიკურმა პერსონალმა პროტოკოლით გათვალისწინებული სადეზინფექციო სამუშაოები ატარა.

სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდა როგორც სკოლის შენობა, ასევე მოსწავლეთა ტრანსპორტი.

საქართველოს საჯარო სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა და 2 მარტიდან 1-ელ აპრილამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203