ღვანკითის საჯარო სკოლის შენობას დეზინფექცია ჩაუტარდა
11-03-2020
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გურამ ქარქაშაძის სახელობის ღვანკითის საჯარო სკოლის შენობას 2020 წლის 7 მარტს დეზინფექცია ჩაუტარდა.
სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები შპს „თერჯოლის პროფდეზინფექციამ“ ჩაატარა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სამუშაოები სრულყოფილად შესრულდა.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების რეკომენდაციით მის სისტემაში შემავალ საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტულ ორგანიზაციებს მიმართა. სადეზინფექციო სამუშაოები ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით 1429 საჯარო სკოლაში უკვე ჩატარდა. სამუშაოები 4 მარტს დაიწყო და 16 მარტამდე გაგრძელდება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს