გეზათის სკოლის მოსწავლეებმა პროექტ ''ფანტაზია და მარჯვე ხელების'' ფარგლებში სხვადასხვა აქტივობა განახორციელეს
10-07-2017
გეზათის სკოლაში პროექტი ''ფანტაზია და მარჯვე ხელები'' განხორციელდა. პროექტის იდეა იყო ტრანსპორტით მოსარგებლე მოსწავლეების თავისუფალი დროის ორგანიზება, ხოლო მიზანი შემოქმედებითი და მარტივი შრომითი უნარ-ჩვევების განვითარება მოსწავლეებში.
პროექტში I-VI კლასის მოსწავლეები იყვნენ ჩართულები. პროექტის ფარგლებში საინტერესო აქტივობები განხორციელდა. მოსწავლეები სხვადასხვა მასალაზე მუშაობდნენ, განსაკუთრებით აღსანიშნავია მეორადი რესურსების გამოყენებით შექმნილი ნაკეთობები.
პროექტს მასწავლებლები ზაირა რევაზიშვილი და ირმა ჯიბლაძე ხელმძღვანელობდნენ.
''პროექტის მოსალოდნელი შედეგები არის ის, რომ მოსწავლეები გაკვეთილების შემდგომ თავისუფალ დროს რაციონალურად გამოიყენებენ. თავისუფალი დროის სწორად ორგანიზება კი ძალიან მნიშვნელოვანია. აუცილებელია, რომ მოსწავლეები ადრეული ასაკიდან უნდა შეეჩვიონ დროის განაწილებას,'' - აღნიშნეს მასწავლებლებმა.
პროექტის დასასრულს მოეწყო მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. პროექტი დადებითად შეფასდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს