ცუცხვათის საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
11-03-2020
ტყიბულის მუნიციპალიტეტის, ცუცხვათის საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
კორონავირუსის პრევენციისა და პროფილაქტიკის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები, ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროს მიერ რეკომენდებული წესებით, „გეოდეზ+-მა“ ჩაატარა.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს დეზინფექცირება 10-მდე დასახელების სხვადასხვა სადეზინფექციო საშუალების გამოყენებით უტარდება.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა და 2 მარტიდან 1-ელ აპრილამდე გაგრძელდება. ამ დროის განმავლობაში საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს