ლენტეხის N2 საჯარო სკოლის შენობა სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა
11-03-2020

ლენტეხის N2 საჯარო სკოლაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, სკოლის შესასვლელი, დერეფნები, ყველა კლასი, სამასწავლებლო, ბიბლოთეკა, სველი წერტილები, სპორტდარბაზი და სათადარიგო ოთახები დამუშავდა სპეციალური ხსნარით.

სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ სასწავლო დაწესებულება სრულიად არის მომზადებული, რომ განაახლოს სწავლა და ელის მოსწავლეებს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203