არეშფერანის საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოების პირველი ეტაპი ჩატარდა
11-03-2020

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის არეშფერანის საჯარო სკოლის მასწავლლებმა საკლასო ოთახები სადეზინფექციო ხსნარით დაამუშავეს.

„ეს გახლდათ პირველი ეტაპი, რომელიც თავად სკოლის მასწავლებლებმა ჩაატარეს. შემდეგი ეტაპია უშუალოდ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული საუშაოები. რომელსაც ველოდებით 11 მარტს“,-აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.

საქართველოს საჯარო სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა და 2-დან 16 მარტამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203