ვირუსული ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, ნუკრიანის N2 საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
11-03-2020
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ნუკრიანის N2 საჯარო სკოლაში ვირუსული ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
დასუფთავდა საკლასო ოთახები, დერეფნები და სველი წერტილები.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, იგი ყველაფერს აკეთებს მოსწავლეების,პედაგოგების და მომსახურე პერსონალის უსაფრთხოებისთვის.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების რეკომენდაციით მის სისტემაში შემავალ საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტულ ორგანიზაციებს მიმართა. სამუშაოები 4 მარტს დაიწყო და 16 მარტამდე გაგრძელდება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს